/დღეს საქართველოში კორონავირუსის 486 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

დღეს საქართველოში კორონავირუსის 486 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 486 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 36, გურია – 37, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 74, მცხეთა-მთიანეთი – რვა, სამცხე-ჯავახეთი – ოთხი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ოთხი.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 805, საიდანაც 1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 810, აჭარაში – 166, იმერეთში – 421. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 379 პირი, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 39, იმერეთში – 113. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში – 67, აჭარაში- 6, იმერეთში – 14.

229 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 111 – თბილისში, 102 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 1 748 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 98, ხოლო აჭარაში – 45. სულ 6 ოქტომბრიდან – 16 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 878 პირი.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 266948 , ბოლო 24 საათში – 486
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 259727 , ბოლო 24 საათში – 499
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3390 , ბოლო 24 საათში – 13
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 19192, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12628, PCR ტესტით – 6564
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,53%, ბოლო 14 დღის – 2,8%, ბოლო 7 დღის – 2,4%
  • კარანტინის რეჟიმში – 242
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1828
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 229