ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ბევრი ადამიანი მოწყვიტა თავის საქმიანობას და სახლში დასვა.
ერთ-ერთი მათგანი არის ახალგაზრდა DJ ამბროლაურიდან ლევან ბერიშვილი, რომელიც პანდემიამდელ ცხოვრებაში აქტიურად მოღვაწეობდა თავის საყვარელ სფეროში.
არსებული თავისუფალი დროის ახალი მიმართულებით გამოყენებისა და სიახლეების ინტერესით სამოყვარულო დონეზე სარეჟისორო შემოქმედებაში მოკლე მეტრაჟიან ფსიქო – ჰორორის ჟანრის ფილმით ,,CHASHERS OF LIGHTS“ წარსდგა.
ახალბედა რეჟისორი ცდილობს გადმოგვცეს, უმნიშვნელო ნივთებიც თუ რა დატვირთვის მატარებელია, ერთი სივრცის სიღრმისეული აღწერა. ფილმის საუნტრეკი ასევე ლევან ბერიშვილის კომპოზიციაა.
ფილმის პრემიერა შედგება 15 თებერვალს https://vimeo.com/