საქართველოში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 639 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 890 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 380, პისიარტესტით – 8 510.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,54 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,5 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,23 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 264 158 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 256 024 გამოჯანმრთელდა, 3 321 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 386, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 083 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 290 პირი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 264158 , ბოლო 24 საათში – 557
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 256024 , ბოლო 24 საათში – 639
- მათ შორის გარდაცვლილი – 3321 , ბოლო 24 საათში – 10
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 21890, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13380, PCR ტესტით – 8510
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,54%, ბოლო 14 დღის – 3,5%, ბოლო 7 დღის – 3,23%
- კარანტინის რეჟიმში – 386
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2083
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 290