/  საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 469 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 18 244 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 615, პისიარტესტით – 6 629.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,98 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,64 პროცენტი, ხოლო ბოლო შვიდი დღის – 3,41 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 263 601 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 255 385 გამოჯანმრთელდა, 3 311 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 421, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 094 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 316 პირი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 263601 , ბოლო 24 საათში – 544
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 255385 , ბოლო 24 საათში – 469
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3311 , ბოლო 24 საათში – 5
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 18244, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11615, PCR ტესტით – 6629
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,98%, ბოლო 14 დღის – 3,64%, ბოლო 7 დღის – 3,41%
  • კარანტინის რეჟიმში – 421
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2094
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 316

Spread the love