საქართველოს ადმინისტრაციულ–ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტები)რწმუნებული-გუბერნატორი -ს თანამდებობაზე დაინიშნა პარმენ მარგველიძე.
,, პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს,სახელისუფლებო გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, კვლავ მეძლევა შესაძლებლობა მივიღო მონაწილეობა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის განვითარების პროცესში . ჩემთვის ეს რეგიონი მშობლიურია, იქ დავიბადე,იქ ვცხოვრობ, იქ დავაგროვე ჩემი სამუშაო გამოცდილება ,მათ შორის ვმუშაობდი აღნიშნულ თანამდებობაზე 2013-2017 წლებში და კარგად არის ცნობილი რეგიონის სპეციფიკა თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი მხარე , რა შესაძლებლობები აქვს განვითარების და ის ეკონომუკური პოტენციალები რომელიც საკმაოდ დიდი აქვს ჩვენს რეგიონს. ზოგადად, ძლიერი რეგიონები, ეს არის ძლიერი სახელმწიფო”- აღნიშნა წარდგენისას პარმენ მარგველიძემ.