/საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 204 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 736 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 593 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 887, „პისიარ“ ტესტით – 2 706.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,09%, ბოლო 14 დღის – 3,84%, ბოლო 7 დღის – 3,69%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 262 228 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 254 350 გამოჯანმრთელდა, 3 298კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 446, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 229 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 295 პირი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 262228 , ბოლო 24 საათში – 204
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 254350 , ბოლო 24 საათში – 736
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3298 , ბოლო 24 საათში – 15
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 6593, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3887, PCR ტესტით – 2706
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,09%, ბოლო 14 დღის – 3,84%, ბოლო 7 დღის – 3,69%
  • კარანტინის რეჟიმში – 446
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2229
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 295

Spread the love