/რაგბი ევროპა – საქართველოს ნაკრებმა რუსეთი 16-7 დაამარცხა

რაგბი ევროპა – საქართველოს ნაკრებმა რუსეთი 16-7 დაამარცხა

Spread the love

2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ნაკრებებს შორის ,ბორჯღალოსნების გამარჯვრბით 16-7 დასრულდა.

კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების საშუალო ასაკი 24-25 წელია და ფაქტობრივად, ბორჯღალოსნები მატჩი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით ჩაატარეს.

ამ შეხვედრის ჩატარება ჯერ კიდევ გასული წლის 14 მარტს იყო დაგეგმილი, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო თარიღმა არაერთხელ გადაიწია. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით „ბორჯღალოსნებისთვის“ არავითარი მნიშვნელობა არა ქონდა, რადგან ნაკრებმა ერთი ტურით ადრე უკვე მოიპოვა ევროპის ერთა თასი ზედიზედ მესამედ და საერთო ჯამში მეთორმეტედ.


Spread the love