/საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 799 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 573 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 252, „პისიარ“ ტესტით – 6 321.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,95% ბოლო 14 დღის – 3,87%, ბოლო 7 დღის – 3,64%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 262 024 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 253 614 გამოჯანმრთელდა, 3 283 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 450, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 230 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 294 პირი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 262024 , ბოლო 24 საათში – 404
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 253614 , ბოლო 24 საათში – 799
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3283 , ბოლო 24 საათში – 14
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 13573, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7252, PCR ტესტით – 6321
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,95%, ბოლო 14 დღის – 3,87%, ბოლო 7 დღის – 3,64%
  • კარანტინის რეჟიმში – 450
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2230
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 294

Spread the love