/ახალგაზრდობის სააგენტომ „განვითარების ფონდის“ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

ახალგაზრდობის სააგენტომ „განვითარების ფონდის“ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

Spread the love

დღეს 3 თებერვალს, ახალგაზრდობის სააგენტომ ,,განვითარების ფონდის” საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

წელს საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის განახლებული და კიდევ უფრო გამარტივებული საკონკურსო პირობები დაწესდა.

განვითარების ფონდს აქვს ორი მიმართულება:

რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებში დაფინანსდებიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების, მათ შორის გამოცდილების არ მქონეთა მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფებისა და ახლადშექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაციების ინიცირებული საგრანტო პროექტები.

მეორე მიმართულება ემსახურება ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას და დაფინანსდებიან რეგიონში უკვე არსებული ახალგაზრდული ორგანიზაციები.

ასევე შეგახსენებთ, რომ დღეიდან, დაიწყო  წინასაკონკურსო პერიოდი, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ უკუკავშირი საგრანტო პროექტებთან დაკავშირებით

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://fund.youthagency.gov.ge/

 


Spread the love