საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან დაწესებული შეზღუდვების მცირე ნაწილი იხსნება.
შეზღუდვების მოხსნა ეხება:
- თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში აღდგება სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების მუშაობა;
- ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, გაიხსნება სკოლები და სავაჭრო დაწესებულებები;
- მხოლოდ აჭარაში, კვების ობიექტები 1 თებერვლიდან შეძლებენ მომხმარებლების ღია სივრცეში მიღებას;
- 1 თებერვლიდან შეზღუდვა იხსნება რეგულარულ ფრენებზე;
თებერვალში, შაბათ-კვირას, მობილობის შესამცირებალდ, ამ ქალაქებში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში.
შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება:
- საქალაქთაშორისო ტრანსპორტსა და სამთო კურორტებს;
- ბაღების, პროფსასწავლებლებსა და უნივერსიტეტებს, რომელთა გახსნა 1 მარტამდე არ იგეგმება;
- ძალაში რჩება კომენდანტის საათის მოქმედება;
- ისევ უცნობია, როდის გაიხსნება თეატრები, რომლებიც ქვეყანაში კორონავირუსის პირველი ტალღის დროს დახურეს