საქართველოში კორონავირუსის 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 681 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 9 056 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 490, პისიარტესტით –3 566.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 258 351 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 249 709 გამოჯანმრთელდა, 3 194 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 474, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 676 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 268 პირი.
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 258351 , ბოლო 24 საათში – 240
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 249709 , ბოლო 24 საათში – 681
- მათ შორის გარდაცვლილი – 3194 , ბოლო 24 საათში – 16
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 9056, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5490, PCR ტესტით – 3566
- კარანტინის რეჟიმში – 474
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2676
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 268