ძმები გიორგი და თორნიკე მაცაბერიძეები სულ რამდენიმე თვის წინ გადმოვიდნენ რაჭაში საცხოვრებლად, უამრავ სხვა აქტივობასთან ერთად გადაწყვიტეს თანასოფლელ ბავშვებს თხილამურებით სრიალი ასწავლონ .
ბიჭებმა ველეველ და ბეთლეველ ბავშვებს თხილამუებზე სრიალის პიველი გაკვეთილი უკვე ჩაუტარეს.
,,დღეს პირველად ჩავატარეთ გაკვეთილი ველეველი და ბეთლეველი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის, მე და ჩემი ძმა ვართ მოთხილამურეები, გადავწყვიტეთ, რისგანაც თავად ვიღებთ დიდ სიამოვნებას გავუზიაროთ ჩვენს მეზობლებს , თანასოფლელებს და მეგობრებს.
საკმაოდ დიდი ინტერესია, ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან და პირველი გაკვეთილიც წარმატებით მიმდინარეობს” – გიორგი მაცაბერიძე
ძმებს, ბავშვებისთვის სავარჯიშოდ თხილამურები ,,Snow house” გადასცა.
ასვე დაგაინტერესებთ: https://bit.ly/3ouweTi , https://bit.ly/3oxVpo8