საქართველოში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 637 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 311 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 681, პისიარტესტით – 7 132.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 256 956 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 247 096 გამოჯანმრთელდა, 3 148 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 521, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 731 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 322 პირი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 256956 , ბოლო 24 საათში – 669
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 247096 , ბოლო 24 საათში – 637
- მათ შორის გარდაცვლილი – 3148 , ბოლო 24 საათში – 21
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 19311, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11681, PCR ტესტით – 7630
- კარანტინის რეჟიმში – 521
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2731
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 322