საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 932 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 19 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 850 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 718, პისიარტესტით – 7 132.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 256 287 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 246 459 გამოჯანმრთელდა, 3 127 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 538, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 770 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 346 პირი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 256287 , ბოლო 24 საათში – 723
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 246459 , ბოლო 24 საათში – 932
- მათ შორის გარდაცვლილი – 3127 , ბოლო 24 საათში – 19
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 17850, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10718, PCR ტესტით – 7132
- კარანტინის რეჟიმში – 538
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2770
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 346