რაჭა, რომ ყველა სეზონზე ზღაპულია ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა ზამთრის რაჭას ცოტა თუ იცნობს, ცოტამ თუ იცის ჭოლევის გაყინულ ტბაზე ციგურებით სრიალი რამხელა ბედნიერებაა ან სრიალი საბაგიროების გარეშე, ანუ სკიტური.
სკიტური მათთვისაა, ვინც მზადაა ერთი დაშვებისთვის დიდი გზა ფეხით იაროს და ისეთ ადგილებში ისრიალოს, სადაც აქამდე არავინ დაშვებულა.
თუ გსურთ საოცარი გარემო, გაუკვალავ თოვლზე თხილამურებით სრიალი და ახალი მეგობრების შეძენა, გირჩევთ ახლავე დაჯავშნოთ RACHA Advanture HUB-ის ტურები.
,,სკიტურზე წასვლა ჩვეულებრივ ტრასაზე სრიალისგან განსხვავებით სხვანაირ ფიზიკურ მომზადებას, გაუკვალავში სრიალის ტექნიკის ცოდნას, ზვავსაწინააღმდეგო აღჭურვილობას და უსაფრთხოების დონეს მოითხოვს. ამიტომ სკიტურზე წასვლისას გამოცდილი გიდის ყოლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე მათთვის ვინც სრიალი არ იცის, შეუძლია თოვლის ფეხსაცმელებით (Snowshoes) გაისეირნოს რაჭის ულამაზეს დათოვლილ ადგილებში.”
RACHA Adventure HUB ტურისტული ტურების კომპანიაა, რომელიც ტურებს აწყობს რაჭის მასშტაბით.