/საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

საქართველოში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 636 პაციენტი.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 022 -ს შეადგენს.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსი 1 137 პირს დაუდასტურდა, 1 179 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 251974 , ბოლო 24 საათში – 903
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 238737 , ბოლო 24 საათში – 636
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3022 , ბოლო 24 საათში – 24
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 14827, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7997, PCR ტესტით – 6830
  • კარანტინის რეჟიმში – 523
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3367
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 479