/საბანკო ასოციაცია – თვითმომსახურების ტერმინალებით გადარიცხვისას პირადი ნომრისა და SMS კოდის შეყვანა ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია

საბანკო ასოციაცია – თვითმომსახურების ტერმინალებით გადარიცხვისას პირადი ნომრისა და SMS კოდის შეყვანა ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია

Spread the love

საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა.

როგორც საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის გავლა შემდეგ სერვისებზე თანხის გადარიცხვისას სავალდებულოა: აზარტული თამაშები და ლატარია; ონლაინ თამაშები; დაზღვევა და კერძო საპენსიო ფონდები; ფინანსური სერვისები, მათ შორის: ფიზიკური და იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე თანხის შეტანა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისები, ლიზინგი, ელექტრონული საფულის შევსება, ფინანსური ბაზრები და ფულადი გზავნილები; ინტერნეტ მარკეტინგი; ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; ტურისტული მომსახურება; ქსელური მარკეტინგი; ქველმოქმედება; საკონსულტაციო მომსახურება; პოლიტიკური პარტიები; უძრავი ქონების ყიდვასთან დაკავშირებული სერვისები“, – აღნიშნულია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.


Spread the love