/2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში – რომელ ადგილზეა საქართველო

2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში – რომელ ადგილზეა საქართველო

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

  Henley Passport Index-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტი იაპონური პასპორტია. ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. იაპონიის პასპორტით მოგზაურობა უვიზოდ 191 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

Henley Passport Index-ი ყოველწლიურად საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებზე დაყრდნობით ადგენს პასპორტების რეიტინგს. საქართველო კი ამ რეიტინგში წელს, ისევე როგორც შარშანა, 51-ე ადგილზეა. კერძოდ, ქართული პასპორტით 115 ქვეყნის მონახულებაა შესაძლებელი უვიზოდ.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი 50-ე ადგილზეა, რომლის პასპორტითაც 116 ქვეყანაში მოგზაურობაა შესაძლებელი უვიზოდ. თურქეთი 53-ე ადგილზეა 110 ქვეყანასა და ტერიტორიაზე უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით, აზერბაიჯანი 76-ზე, რომლის პასპორტითაც 67 ქვეყანაშია მოგზაურობა უვიზოდ შესაძლებელი, სომხეთი კი მე-80 ადგილზე 63

         

                    რაც შეეხება ყველაზე ძლიერი პასპორტების პირველ ათეულს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იაპონია – 191 ქვეყანა და ტერიტორია
  • სინგაპური – 190 ქვეყანა და ტერიტორია
  • სამხრეთ კორეა, გერმანია – 189 ქვეყანა და ტერიტორია
  • იტალია, ფინეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი – 188 ქვეყანა და ტერიტორია
  • დანია, ავსტრია – 187 ქვეყანა და ტერიტორია

ბოლო ათეულში კი შედიან:

  • ავღანეთი – 26 ქვეყანა და ტერიტორია
  • ერაყი – 28 ქვეყანა და ტერიტორია
  • სირია – 29 ქვეყანა და ტერიტორია
  • პაკისტანი – 32 ქვეყანა და ტერიტორია
  • სომალიიემენი – 33 ქვეყანა და ტერიტორია
  • პალესტინა – 37 ქვეყანა და ტერიტორია
  • ლიბია, ნეპალი – 38 ქვეყანა და ტერიტორია
  • ჩრდილოეთ კორეა – 39 ქვეყანა და ტერიტორია

ცნობისთვის, 2021 წლის რეიტინგი თითქმის უცვლელია 2020 წლის რეიტინგთან შედარებით. წელს მხოლოდ ორი ცვლილებაა: ახალი ზელანდიის და ავსტრალიის პასპორტები დაწინაურდნენ ერთი ქვეყნით და ახლა ახალი ზელანდიის პასპორტის გამოყენებით 185 ქვეყანაშია მოგზაურობა უვიზოდ შესაძლებელი, ავსტრალიის პასპორტით კი 184 ქვეყანაში.