დღეს 18 იანვარს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულები არიან ქ. ამბროლაურში და ჭყვიში.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით კორონავირუსის 79 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
თვითიზოლაციაში იმყოფება 156 პირი.
ბინაზე მკურნალობას გადის 67 პაციენტი.
სტაციონარში მოთავსებულია 12 პირი.
ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგის – ნატო დვალის მიერ.