საქართველოში კორონავირუსის 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 403 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 19 438 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10 774, პისიარტესტით – 8 664
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 772, საიდანაც 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 816 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 8 320 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 243255 , ბოლო 24 საათში – 1618
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 227611 , ბოლო 24 საათში – 403
- მათ შორის გარდაცვლილი – 2846 , ბოლო 24 საათში – 26
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 19438, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10774, PCR ტესტით – 8664
- კარანტინის რეჟიმში – 496
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3873
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 579