/„სახელმწიფოთა ოფიციალური სახელწოდებების სექციაში, წაიშალა სახელწოდება გრუზია და ის საქართველოთი შეიცვალა“ – ნათქვამია კომისიის ოფიციალურ განცხადებაში

„სახელმწიფოთა ოფიციალური სახელწოდებების სექციაში, წაიშალა სახელწოდება გრუზია და ის საქართველოთი შეიცვალა“ – ნათქვამია კომისიის ოფიციალურ განცხადებაში

Spread the love

ლიეტუვის ენის სახელმწიფო კომისიამ სახელწოდება „გრუზია“ ოფიციალურად შეცვალა „საქართველოთი“. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ლიეტუვის ენის სახელმწიფო კომისია ავრცელებს.

„სახელმწიფოთა ოფიციალური სახელწოდებების სექციაში, წაიშალა სახელწოდება გრუზია და ის საქართველოთი შეიცვალა“ – ნათქვამია კომისიის ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის, ლიეტუვის ენის სახელმწიფო კომისიამ 2018 წელს დაადგინა ალტერნატიული სახელი – საქართველო. მიუხედავად იმისა, რომ „გრუზია“ ოფიციალურ სახელწოდებად რჩებოდა 2021 წლამდე, დოკუმენტებში ასევე დაშვებული იყო ალტერნატიული ვარიანტები

„ამჟამად ოფიციალური სახელწოდებაა საქართველო“, – უთხრა სააგენტო BNS-ს ლიტუვური ენის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ აუდრის ანტანაიტისმა.

ქართულ ენაში ლიტვის ნაცვლად მისი ავთენტური დასახელება, ლიეტუვა 2018 წლის 24 მაისიდან დამკვიდრდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით. ეს საპასუხო, მეგობრული ჟესტი იყო. 2018 წლის 3 მაისიდან ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება საქართველო გახდა. მანამდე ლიტველები საქართველოს „გრუზიას“ უწოდებდნენ. ლიეტუვამ საქართველოს ავთენტური დასახელების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად.


Spread the love