ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის თავზე ტყის ქვედა საფარი იწვის.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს ცეცხლი ამ მომენტისთვის 15 ჰა-ზე გავრცელდა.
ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები.
ცეცხლი ეკალ-ბარდებს, გამხმარ ფოთლებსა და შერეულ ტყეს გაუჩნდა, ცაგერის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრეთა ბრიგადები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ, თუმცა, საქმეს ძლიერი ქარი ართულებს და შესაძლოა ცეცხლი მეტად გავრცელდეს.
ასევე, ხანძარია სოფელ თაბორის თავზე, სადაც ტყის მასივი იწვის.
️ სიბნელე და ქარი ართულებს მდგომარეობას, შესაძლოა, საჭირო გახდეს ვერტმფრენის ჩართვა.
ამ დროისათვის ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება
©️ ცაგერის მუნიციპალიტეტი