/3 იანვარიდან 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით უქმე/დასვენების დღეები ცხადდება

3 იანვარიდან 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით უქმე/დასვენების დღეები ცხადდება

Spread the love

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 იანვარიდან 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით უქმე/დასვენების დღეები ცხადდება. აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში; ამასთან, არ იმუშავებს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.


Spread the love