/ბოლო 24 საათში კორონავირუსის 417 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 417 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 417 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 128 შემთხვევა, აჭარა – 37, იმერეთი – 71, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 32, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45, კახეთი – 29, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი.

ბოლო 24 საათში დაფიქსირდა ვირუსით გარდაცვალების 31 შემთხვევა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 098, საიდანაც, 4 209 დამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 071, აჭარაში – 370, იმერეთში – 778. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 897 პირი, მათ შორის, თბილისში – 395, აჭარაში – 90, იმერეთში – 216.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 299 პირი, მათგან თბილისში – 181, აჭარაში – 23, იმერეთში – 35. 840 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 230 – თბილისში, 457 – აჭარაში, 53 – იმერეთში.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 229169 , ბოლო 24 საათში – 417
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 220442 , ბოლო 24 საათში – 2469
  • მათ შორის გარდაცვლილი – 2603 , ბოლო 24 საათში – 31
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 2795, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 1868, PCR ტესტით – 927
  • კარანტინის რეჟიმში – 386
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 840

Spread the love