/,,ონელებისთვის” – სიკეთის და მეგობრობის მაგალითი რაჭიდან

,,ონელებისთვის” – სიკეთის და მეგობრობის მაგალითი რაჭიდან

Spread the love

 

4 ნოემბერს , ჯგუფში ,,ონელები ” თამო ჩიხრაძემ დადო პოსტი, ოჯახების დახმარების მიზნით.

სამი მეგობარი საკუთარ თავზე იღებდა პასუხისმგებლობას,  პროდუქტისა და ტანსაცმლის შეგროვებას, განაწილებას და ოჯახებამდე მიტანაზე.

მალევე ხალხის მოთხოვნით შეიქმნა ანგარიში GE59BG0000000371048610 სადაც გაერთიანდნენ ონელები და არა მხოლოდ ონელები, ისინი რიცხავდნენ თანხას, ასევე მათ აწვდიდნენ პროდუქტს, ტანსაცმელს და სხვა საჭირო ნივთებს.

სამი მეგობარი თამო ჩიხრაძე, ნანა მაისურაძე და კახა სამხარაძე, კვირაში ერთხელ გადიან და შეგროვებული თანხით ყიდულობენ საკმაოდ ბევრ პროდუქტს , მიაქვთ ოჯახებში.

ოთხ თვიანი ვაუჩერი, გადასცა Edena-Traditional Crafting Workshop- ედენა ტრადიციული რეწვის სახელოსნომ ერთერთ ოჯახს.

მეგობრები იყვნენ 40 ოჯახში, წინასაახალწლოდ საჩუქრები გადასცეს 20 ბავშვს და ტანსაცმელიც უზრუნველყვეს სამი მრავალშვილიანი ოჯახი.

უნდა აიღინიშნოს, რომ აქციისთვის გაერთიანდნენ ონელები, ამბროლაურელები და საზღვარგარეთ მყოფი ქართველები.

,,მე დღეს ამ ერთობის, ნდობის და ამდენი სიყვარულის შედეგად ვარ ძალიან ბედნიერი.კიდევ მრავალი ასეთი საქმე გვეკეთებინოს ერთად. დამიჯერეთ ეს დახმარებები არ ყოფილა 1კგ შაქარი და 1ბოთლი ზეთი , ეს გაცილებით ბევრი იყო და ძალიან ბევრისთვის მთელი ზამთრის მარაგი. მადლობა თითოეულ თქვენგანს თითოეული ლარისთვის – თამო ჩიხრაძე

 


Spread the love