საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 560 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 51პაციენტი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 214871 , ბოლო 24 საათში – 2345
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 191968 , ბოლო 24 საათში – 3560
- მათ შორის გარდაცვლილი – 2233 , ბოლო 24 საათში – 51
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 14457, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8359, PCR ტესტით – 6098
- კარანტინის რეჟიმში – 455
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6270
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1600