შვეიცარიაში მდებარე უეფას შტაბბინაში, ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა. ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე, ჯგუფური ეტაპის შემდეგ, საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლას შემორჩენილი თექვსმეტი გუნდი მერვედფინალში ასე დაწყვილდა:
- „გლადბახი“ (გერმანია) – „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)
- „ლაციო“ (იტალია) – „ბაიერნი“ (გერმანია)
- „ატლეტიკო“ (ესპანეთი) – „ჩელსი“ (ინგლისი)
- „ლაიპციგი“ (გერმანია) – „ლივერპული“ (ინგლისი)
- „პორტუ“ (პორტუგალია) – „იუვენტუსი“ (იტალია)
- „ბარსელონა“ (ესპანეთი) – „პარი სენ-ჟერმენი“ (საფრანგეთი)
- „სევილია“ (ესპანეთი) – „დორტმუნდი“ (გერმანია)
- „ატალანტა“ (იტალია) – „რეალი“ (ესპანეთი)
მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები 2021 წლის 16, 17, 23 და 24 თებერვალს გაიმართება, საპასუხო მატჩები – 9, 10, 16 და 17 მარტს.