საქართველოში კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 105 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 194 900 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 164 786 გამოჯანმრთელდა, 1 883 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 194900 , ბოლო 24 საათში – 3837
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 164786 , ბოლო 24 საათში – 3105
- მათ შორის გარდაცვლილი – 1883 , ბოლო 24 საათში – 44
- კარანტინის რეჟიმში – 969
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6710
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2734