დღეს 14 დეკემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ინფიცირებულები არიან ქ. ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში; ბოსტანა, სადმელი და ბუგეული.
ამ დროისათვის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჯამში კორონავირუსის 297 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან გამოჯამრთელდა 125 ინფიცირებული.
ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგის – ნატო დვალის მიერ.