/საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 045

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 „პისიარ“ ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 570 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 178 953-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 045 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 148 332-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 657 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 570 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 2 067 შემთხვევა, აჭარა – 331, იმერეთი – 708, ქვემო ქართლი – 352, შიდა ქართლი – 214, გურია-72, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 325, კახეთი – 272, მცხეთა-მთიანეთი – 133, სამცხე-ჯავახეთი – 75, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 938, საიდანაც, 6 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -3 017, აჭარაში – 991, იმერეთში -1 357.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 178953 , ბოლო 24 საათში – 4570
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 148332 , ბოლო 24 საათში – 3045
  • მათ შორის გარდაცვლილი – 1657 , ბოლო 24 საათში – 43
  • კარანტინის რეჟიმში – 1019
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6918
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3524