ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 133 511-მდე.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რიცხვმა 1 504 შეადგინა.
ბოლო 24 საათში საქართელოში სულ ჩატარდა 14 396 ტესტი.
„ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი, აქედან 5 816 ანტიგენი და 8 580 PCR. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 133 511-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 504 გარდაცვალების შემთხვევა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 162475 , ბოლო 24 საათში – 4321
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 133511 , ბოლო 24 საათში – 4301
- მათ შორის გარდაცვლილი – 1504 , ბოლო 24 საათში – 42
- კარანტინის რეჟიმში – 1282
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6897
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3969