საქართველოში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 306 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 37 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 158 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 129 210 გამოჯანმრთელდა, 1 462 კი გარდაიცვალა.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 325 ადამიანი, თვითიზოლაციაშია 52 850 პირი.
6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 4 067 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, 16 621 კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 158154 , ბოლო 24 საათში – 5450
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 129210 , ბოლო 24 საათში – 2306
- მათ შორის გარდაცვლილი – 1462 , ბოლო 24 საათში – 37
- კარანტინის რეჟიმში – 1325
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6768
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 4067