/კონკურსი ,,საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები”

კონკურსი ,,საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები”

Spread the love

 

KIU ფოტოკონკურსი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერითაა ორგანიზებული და მიზნად ისახავს, საქართველოში ფოტოგრაფიის, როგორც თანამედროვე ხელოვნების დარგის განვითარებას და ახალგაზრდა ფოტოგრაფების პროფესიული ზრდის ხელშეწყობას.

ფოტოკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს 18-დან 30 წლამდე.

კონკურსის თემაა „საქართველო – ფოტოებით მოთხრობილი ისტორიები“.  მონაწილეები თავისუფალნი არიან თემის ინტერპრეტაციაში, კრეატიულ მიდგომასა და ნამუშევრის ესთეტიკაში.

ფოტოკონკურსი სამ ძირითად კატეგორიად იყოფა: პროფესიონალი ფოტოგრაფები, მოყვარული ფოტოგრაფები და ერთი კადრის კატეგორია.

თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც გადაეცემათ ფულადი პრიზები.

პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ პროფესიონალ ფოტოგრაფებს, ხოლო მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში, მხოლოდ მოყვარულებს.

თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი ფოტო სერიის გამოგზავნის უფლება აქვს.

ერთი კადრის კატეგორიაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ ფოტოგრაფებს. თითოეულ მონაწილეს მაქსიმუმ სამი ინდივიდუალური ფოტოს გამოგზავნის უფლება აქვს.

  • პრიზები პროფესიონალ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის:
    I ადგილი – 10 000 ლარი
    II ადგილი – 7 000 ლარი
    III ადგილი – 4 000 ლარი
  • პრიზები მოყვარულ ფოტოგრაფთა კატეგორიაში გამარჯვებულთათვის:
    I ადგილი – 7 000 ლარი
    II ადგილი – 5 000 ლარი
    III ადგილი – 3 000 ლარი
  • პრიზები ერთი კადრის კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეებისთვის:
    I ადგილი – 3 000 ლარი
    II ადგილი – 2 000 ლარი
    III ადგილი – 1 000 ლარი

ვრცლად:https://kiuphoto.com/ka/chvens-shesaxeb/

საკონტაქტო პირი: მირა გრიგალაშვილი                                                                                                          info@kiuphoto.com
myriam.grigalashvili@gmail.com


მობ. 595 59 60 30


Spread the love