/ონელები გაერთიანდნენ საერთო საქმისთვის

ონელები გაერთიანდნენ საერთო საქმისთვის

Spread the love

 

ჯგუფ ” ონელების” ადმინის, თამო ჩიხრაძის  ინიციატივით, ონელები გაერთიანდნენ საერთო საქმისთვის.

ჯგუფში განთავსებულ პოსტს მოჰყვა დიდი გამოხმაურება.

,,გადავწყვიტე კიდევ ერთი საქმე დავიმატო , ოღონდ ამაში თქვენი გვერდშიდგომა დამჭირდება.

რაიონში ძალიან ბევრი ოჯახია , რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ და ჩვენ მინიმალურით შეგვიძლია მათ ზამთარი გადავატანინოთ, ისე რომ ფეხზე არ შესცივდეთ და საკვებიც ქონდეთ. ჩემი ხელფასის ნაწილით ვყიდულობ პროდუქტს და მინდა თქვენც ამყვეთ.
თუ ვინმეს გაქვს ქურთუკები, შარვლები, თბილი ზედები და შესაბამისი ფეხსაცმელი , ან პროდუქტი, მე მოვალ თქვენთან და ერთად შეგროვებულ ტანსაცმელსა და პროდუქტს , მივუტან ოჯახს , რომელსაც აუცლებლად გაგაცნობთ.”

მალევე მოსახლეობის მოთხოვნით გაიხსნა ანგარიში, სადაც თანხა გროვდება მათთვის, ვისაც სჭირდება –  GE59BG0000000371048610

თამო , ნანა და კახა , მიდიან ყველასთან ვისაც სურვილი აქვს გასცეს პროდუქტი და ტანსაცმელი და შემდგომ ეს ყველაფერი მიაქვთ იმ ოჯახებში, სადაც მათ ელოდებიან.

პირველ დღეს ორ ოჯახთან მივიდნენ, კვირის ბოლომდე ათამდე ოჯახი ელოდება მათ და ეს მხოლოდ დასაწყისია.

,,ახლა ოჯახებში მივდივართ ,ზოგი პროდუქტს გვაძლევს, ზოგიც თანხას.

თანხა გვაქვს და გთხოვთ თუ ვინმეს ჩვენი დახმარება სჭირდება , პირადში მომწერეთ დაონელებისსახელით ჩვენ ყველგან მივალთ.”

 


Spread the love