/საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს 21:30 საათზე ქალაქ ესპოოში ფინეთს დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს 21:30 საათზე ქალაქ ესპოოში ფინეთს დაუპირისპირდება

Spread the love

   საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ესპოოსმეტრო არენაზეფინეთს დღეს, 28 ნოემბერს 21:30 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი გადასცემს.

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ორ მატჩში ორი მოგება აქვს. ჩვენმა გუნდმა თებერვლის ფანჯარაში სერბეთი და შვეიცარია დაამარცხა.

ჩვენი გუნდი საქართველოდან 24 ნოემბერს გაფრინდა. ფინეთში შეუერთდნენ თად მაკფადენი და გიორგი შერმადინი, ასევე მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გიორგიოს ლიმნაიტისი.

ბელგრადში 94:90 გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ამერიკელმა გამთამაშებელმა თად მაკფადენმა, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო.

იგი ამჟამად ფინეთშია და საქართველოს ნაკრებთან ერთად ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ ემზადება.

„ეს არის შეხვედრა, რომლის მოგებისთვისაც ორივე გუნდი ემზადება. იოლი არ იქნება. ფინეთი ძლიერი ნაკრებია და ურთულესი ბრძოლა გველის“, – ამბობს ამერიკელი ლეგიონერი.

ყველა ურთიერთშეხვედრა ფინეთისა და საქართველოს  ეროვნული ნაკრებების:

საქართველოფინეთი 2:3

საქართველო-ფინეთი 85:78
ფინეთი-საქართველო 87:79
ფინეთი-საქართველო 91:81
საქართველო-ფინეთი 77:76
საქართველო-ფინეთი 73:87

 


Spread the love