/მოხალისეთა ჯგუფი მზადაა დაეხმაროს კოვიდინფიცირებულებს და მათ ოჯახის წევრებს

მოხალისეთა ჯგუფი მზადაა დაეხმაროს კოვიდინფიცირებულებს და მათ ოჯახის წევრებს

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ქმნის მოხალისეთა ჯგუფს კოვიდინიფირებულთა ოჯახების დასახმარებლად.

მოხალისეთა ჯგუფი მზადაა დაეხმაროს კოვიდინფიცირებულებს და მათ ოჯახის წევრებს, სურსათის და წამლების ადგილზე მიწოდებით, რა თქმა უნდა ყველა პროცესი წარიმართება რეკომენდაციების სრული დაცვით.

აღნიშნული ჯგუფები მოემსახურება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს.

დახმარების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ:  Facebook – ,,ამბროლაურის ხმა”

დაგვირეკეთ : მობ. 598 21 19 15,  557 43 20 38,  551 58 62 07

კორონავირუსით დაინფიცირებულ პირებს და მათ ოჯახის წევრებს უმორჩილესად გთხოვთ დარჩი თვითიზოლაციაში, ვიზრუნოთ ჩვენს გარშემო მყოფთა ჯამრთელობაზე.

ჯგუფში  გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია.

იმ შემთხვევაში თუ შეამჩნევთ, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა დაარღვია იზოლირების წესები  გთხოვთ მიმართოთ შესაბამის ორგანოს.