27 ნოემბრის მდგომარეობით, ქალაქ ონში დაფიქსირდა კორონავირუსის 3 დადასტურებული შემთხვევა, ყველა მათგანი ინფიცირებულების კონტაქტს წარმოადგენს.
მიმდინარეობს ეპიდკვლევა.
ონის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 110 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 60, გარდაიცვალა 2, სტაციონარში იმყოფება 5, ხოლო ბინაზე მკურნალობას აგრძელებს 43 პაციენტი.
თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა ეპიდკვლევის შესაბამისად იცვლება.