/გამონაკლისის სახით გაუქმებული შეზღუდვები დღეს საღამოდან ისევ ამოქმედდება

გამონაკლისის სახით გაუქმებული შეზღუდვები დღეს საღამოდან ისევ ამოქმედდება

Spread the love

22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეს საღამოდან ისევ ძალაშია.

შეზღუდვის წინა ორი დღის განმავლობაში გამონაკლისის სახით გაუქმება არჩევნების მეორე ტურს უკავშირდებოდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, რამდენადაც საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, 20-21 ნოემბერს 22:00-05:00 საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა გამონაკლისის სახით გაუქმდა.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00-დან 05:00 საათამდე ფეხით და სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდულია.


Spread the love