/ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება – ბოლო 24 საათში ვირუსით დაინფიცირდა 4 048 ადამიანი და გარდაიცვალა 49 პაციენტი, რაც სიკვდილიანობის თვალსაზრისით ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

COVID-19-ის საერთო შემთხვევების რიცხვით, საქართველო უკვე უსწრებს ჩინეთს სადაც 1.3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს; აზერბაიჯანს, რომელშიც მოსახლეობის რაოდენობა 10 მილიონია და 10.7 მილიონიან საბერძნეთსაც.

Stopcov.ge- ბოლო მონაცემების მიხედვით, ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან – ანუ 26 თებერვლიდან – ქვეყანაში 104 732 ადამიანი ინფიცირდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 104732 , ბოლო 24 საათში – 4048
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 85639 , ბოლო 24 საათში – 3856
  • მათ შორის გარდაცვლილი – 976 , ბოლო 24 საათში – 49
  • კარანტინის რეჟიმში – 2159
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6189
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3449

Spread the love