/ამბროლაურის 19-20 ნოემბრის კოვიდ-სტატისტიკა 

ამბროლაურის 19-20 ნოემბრის კოვიდ-სტატისტიკა 

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

19 ნოემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 20 ნოემბერს ცხრა ახალი კოვიდ-ინფიცირებული დაემატა.

ინფიცირებულები არიან ქ. ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში; ძირაგეული, სადმელი, თლუღი, მეორე ტოლა, ლიხეთი და ხვანჭკარა.

თვითიზოლაციაში იმყოფება 240 პირი.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალი ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 166 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი/ეპიდემილოგის – ნატო დვალის მიერ.