დღევანდელი, 20 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 41 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 894 გახდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი რეკორდულად მაღალი – 3 768 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 41 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 96860 , ბოლო 24 საათში – 3768
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 77932 , ბოლო 24 საათში – 4055
- მათ შორის გარდაცვლილი – 894 , ბოლო 24 საათში – 41
- კარანტინის რეჟიმში – 2226
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5879
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3411