“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” პროგრამის ფარგლებში ამბროლაურელების ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა, და შესაბამისად, 2021 წლის ამბროლაურის ბიუჯეტიდან დაფინანსდება ალექსანდრე სანთელაძის საპროექტო წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ჭრებალოში საფეხბურთო სტადიონის მოწესრიგებას.
მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის განხორციელება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ზვიად მხეიძის მხარდაჭერით დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამა ამბროლაურში პირველად განხორციელდა, მოსახლეობის აქტიურობის შედეგად, 2020 წლის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა წარმატებით დასრულდა.
მსგავსი პროგრამის განხორციელება 2021 წელსაც იგეგმება.