/17 ნოემბრის კორონავირუსის ახალი მონაცემები ამბროლაურში

17 ნოემბრის კორონავირუსის ახალი მონაცემები ამბროლაურში

ავტორი: გიორგი ლუხუტაშვილი

დღეს 17 ნოემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ 9 პიროვნებას დაუდასტურდა.

ინფიცირებულები არიან, ქ. ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში; ჭელიაღელე, ზედა შავრა, სადმელი,თლუღი, ხვანჭკარა და ძირაგეული.

ამ დროისთვის ახალი ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

თვითიზოლაციაში  იმყოფება 220 ადამიანი.

სულ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 145 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის საავადმყოფოს მენეჯერის – ეკა მურუსიძის მიერ.

შეგახსენებთ რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3117 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 45 ადამიანი კი გარდაიცვალა.