/ტყიბულის შახტებში მუშაობა კორონვირუსის გამო შეწყდა 

ტყიბულის შახტებში მუშაობა კორონვირუსის გამო შეწყდა 

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

„საქნახშირი“ საწარმოო პროცესი შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

რყიბულის შახტაში კორონავირუსი 144 პირს დაუდასტურდა.

,, საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, „საქნახშირი“ პერმანენტულად ატარებს თანამშრომლების ტესტირებას, 13 ნოემბერს, PCR ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა, ამ დროისათვის ცნობილია 1114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ დადებითია 144 ადამიანი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში.”