ბათუმში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დაადასტურა.
თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ამ შემთხვევას შეისწავლის.
“საყურადღებო შემთხვევაა და ჯანდაცვის სამინისტრო შესაფერის რეაგირებას გააკეთებს როგორც იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს”. – თქვა თამარ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში.