/დღეს ამბროლაურში კორონავირუსი კიდევ ათ პიროვნებას დაუდასტურდა

დღეს ამბროლაურში კორონავირუსი კიდევ ათ პიროვნებას დაუდასტურდა

ავტორი: ლამარა ბოჭორიშვილი

 

დღეს 16 ნოემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ 10 პიროვნებას დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ერთი შემთხვევა იყო, საღამო კიდევ 10 დაემატა.

ინფიცირებულები არიან, ქ. ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში; ჭელიაღელე, ჭრებალო, სადმელი და მეორე ტოლა.

სულ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 136 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.

თვითიზოლაციაში იმყოფება 244 ადამიანი და მათი რიცხვი მალე შეიცვლება.

ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის საავადმყოფოს მენეჯერის – ეკა მურუსიძის მიერ.