დღეს 16 ნოემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი კიდევ 10 პიროვნებას დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ერთი შემთხვევა იყო, საღამო კიდევ 10 დაემატა.
ინფიცირებულები არიან, ქ. ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში; ჭელიაღელე, ჭრებალო, სადმელი და მეორე ტოლა.
სულ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 136 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
თვითიზოლაციაში იმყოფება 244 ადამიანი და მათი რიცხვი მალე შეიცვლება.
ინფორმაცია დადასტურებულია, ამბროლაურის საავადმყოფოს მენეჯერის – ეკა მურუსიძის მიერ.