16-22 ნოემბერს რაჭაში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ზოგან მოთოვს. ღამის სათებში იქნება ყინვა (-1, -2).
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.