/დღეს ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 3 020 შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული 3 020 შემთხვევა გამოვლინდა

Spread the love

დღეს დადასტურებული 3 020 შემთხვევიდან, თბილისში 1 354 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში კი 410 – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„დღეს გამოვლენილი 3 020 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა, აჭარა – 410, იმერეთი – 398, ქვემო ქართლი – 198, შიდა ქართლი – 153, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 248, კახეთი – 126, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 888. 5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 629, აჭარაში – 926, იმერეთში – 1 130. მძიმე პაციენტი გვყავს 735, მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 118, იმერეთში – 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 98, იმერეთში – 31. 3 280 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 264 – იმერეთში. 8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 326 პირი, მათ შორის, თბილისში – 405, აჭარაში -1 204, ხოლო იმერეთში – 32.

სულ 6 ოქტომბრიდან – 14 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 15 267 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 548 პირი, საიდანაც თბილისში არის 10 315 პირი, აჭარაში – 17 972, იმერეთში – 4 964“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 79 678 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 62 061-ს შეადგენს. გარდაიცვალა 703 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 2 447 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 4 957 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში კი 3 413 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 


Spread the love