ბოლო მონაცემებით 12-13 ნოემბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 12 პიროვნებას დაუდასტურდა.
ინფიცირებულები არიან ქ. ამბროლაურში და შემდეგ სოფლებში; ბუგეული, ძირაგეული, ხოტევი, მეორე ტოლა , ლიხეთი ,ბოსტანა და ხვანჭკარა.
ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
სულ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 123 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს.
აქვე შეგახსენებთ ქვეყანაში მიმდინარე სტატისტიკას:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 73154
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 55511
- მათ შორის გარდაცვლილი – 636
- კარანტინის რეჟიმში – 2447
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4957
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3413
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41